ჩვენ შესახებ

ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი

ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის ქართულ ენაზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში, ტექნოლოგიურ კომპანია Mastercard-თან პარტნიორობითა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. ლექსიკონის შექმნაზე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და ადმინისტრაცია მუშაობდნენ. იგი 2022 წელს გამოიცა როგორც ბეჭდურ, ასევე, ელექტრონულ, ონლაინ ფორმატში.

 

 

ქართულ ენაზე ფინანსური ტერმინებისა და მათი განმარტებების სიმწირე არის ერთ-ერთი მნიშნველოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც საქართველოში ფინანსური ცოდნის მიღებას ართულებს. ლექსიკონი ქართველ სტუდენტებსა და მომხმარებლებს ფინანსური ტერმინების ქართულ ენაზე, უფრო მარტივად და უკეთესად გაგებაში დაეხმარება. ამავდროულად, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი პროფესიული ენის განვითარებასა და ქართულ ენაში ახალი ფინანსური ტერმინების დამკვიდრებას შეეცდება, რომლებიც აქამდე ხშირად ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა. თავისუფალი უნივერსიტეტი ლექსიკონს საკუთარ სასწავლო პროცესშიც გამოიყენებს.

მოხარულნი ვართ, წარმოგიდგინოთ ფინანსურ ტერმინთა პირველი ქართული ლექსიკონი, რომელიც მასტერქარდის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის ერთობლივი პროექტია. იგი ითვალისწინებს ლექსიკონის როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული გამოცემის შექმნას.

გამოცემა შეიცავს 300-ზე მეტ ფინანსურ ტერმინს, რომლებიც თავისუფალი უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფმა შეარჩია. ტერმინების ქართული შესატყვისების მოძიებაზე, განმარტებების რედაქტირებასა და გამოცემის სრულყოფაზე იმუშავა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორების,ადმინისტრაციისა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის გუნდმა. ტერმინების განმარტებებზე ასევე იმუშავეს თავისუფალი უნივერსიტეტის საგანგებოდ ამ პროექტისთვის შერჩეულმა სტუდენტებმა.

ფინანსურ ტერმინებს ხშირად არ თარგმნიან. უცხო სიტყვა პირდაპირ გადმოდის და მკვიდრდება ენაში, რაც, ერთი მხრივ, ტერმინის უნივერსალურობისთვის კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლო ქართული ტერმინების ჩანაცვლების ხშირად არასავალდებულო და არასაჭირო მცდელობაა.

ამასთან, გამოწვევაა, ჯერ ტერმინის ქართული სრულყოფილი შესატყვისის შერჩევა, შემდგომ კი მისი განმარტება და, საბოლოოდ, უკვე ყველდღიურ პრაქტიკაში დამკვიდრება. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ პარტნიორებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ლექსიკონის შექმნაში და იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენი ერთობლივი და კვალიფიციური ძალისხმევა წარმატებული იქნება.

წიგნი განკუთვნილია ფინანსების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

მობილური ტექნოლოგიები მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აძლევს საშუალებას, მიუწვდებოდეს ხელი ფინანსურ მომსახურებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ უფრო მრავალფეროვანი ციფრული ფინანსური სერვისი, როგორც ფინტექის, ასევე ფინანსური მომსახურების ტრადიციული პროვაიდერების საშუალებით, გავაუმჯობესოთ არაფორმალური ფინანსური პრაქტიკა, გამოვიყენოთ სოციალური ქსელები და რეალურ დროში დავაკავშიროთ მომხმარებლები ერთმანეთთან. იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტები მომხმარებელს მოვარგოთ, ვიყენებთ მონაცემთა ბაზებს და ადამიანებს ფინანსურ სერვისებზე წვდომას ვუმარტივებთ.

ციფრული სერვისები გვაძლევს საშუალებას მომხმარებლებს დავუკმაყოფილოთ მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მოთხოვნილებები. Mastercard-ში მიგვაჩნია, რომ ფინანსური განათლება განაპირობებს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას, ეს კი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შექმნის მთავარი საყრდენია.

სასუბრო ენაში ფინანსური ტერმინებისა და მათი განმარტებების სიმწირე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს, მიიღონ ფინანსური განათლება და ჩაერთონ ეკონომიკაში. Mastercard ის მთავარი დევიზია – „კარგი შედეგი კარგად კეთებას მოაქვს“ (“Doing Good by Doing Well”), შესაბამისად, ვამაყობთ, რომ ვითანამშრომლეთ თავისუფალ უნივერსიტეტთან და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ფინანსური ტერმინების ქართული განმარტებითი ლექსიკონის შექმნაში.

 

Mastercard

 

 

al

 

თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი დიდ მადლობას უხდის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციას ფინანსური ტერმინების ლექსიკონის შექმნისთვის, მასტერქარდს კი – ამ პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის. ლექსიკონი ქართველ სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაეხმარება ფინანსური ტერმინების უკეთ გაგებაში და ახალი ტერმინების დანერგვით ხელს შეუწყობს ქართული ენის განვითარებას. ალუმნი ფონდისთვის დიდი პატივია ასეთი პროექტის მხარდაჭერა.

 

თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი