Degree of Total Leverage

Degree of Total Leverage – მთლიანი ბერკეტის ხარისხი – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, რამდენი პროცენტით იცვლება წმინდა მოგება შემოსავლის ერთი პროცენტით ცვლილების პირობებში. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

მთლიანი ბერკეტის ხარისხი=ერთ აქციაზე დათვლილი მოგების პროცენტული ცვლილება/შემოსავლების პროცენტული ცვლილება=საოპერაციო ბერკეტის ხარისხი*ფინანსური ბერკეტის ხარისხი

საოპერაციო ბერკეტის ხარისხი – კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, როგორ გავლენას ახდენს შემოსავლები საოპერაციო
მოგებაზე. ფინანსური ბერკეტის ხარისხი – კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, როგორ გავლენას ახდენს საოპერაციო მოგება
წმინდა მოგებაზე. მთლიანი ბერკეტის ხარისხი გამოიყენება იმის დასადგენად, როგორი შეიძლება იყოს კომპანიის საოპერაციო
ბერკეტის ხარისხისა და ფინანსური ბერკეტის ხარისხის ოპტიმალური მაჩვენებლები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *