High-Low Method

High-Low Method – უდიდეს-უმცირესის მეთოდი – ტექნიკა, რომელიც ფიქსირებულ და ცვლად დანახარჯებს მიჯნავს ერთმანეთისაგან. როგორც წესი, ეს მეთოდი გამოიყენება შეზღუდული რაოდენობის მონაცემის არსებობისას. თავდაპირველად გამოითვლება ცვლადი დანახარჯი შემდეგი ფორმულით:

ერთეულის ცვლადი დანახარჯი=(ჯამური დანახარჯი უდიდესი აქტივობისას–ჯამური დანახარჯი უმცირესი აქტივობისას)/(ერთეულთა რაოდენობა უდიდესი აქტივობისას–ერთეულთა რაოდენობა უმცირესი აქტივობისას)

უდიდეს აქტივობად მიიჩნევა პერიოდი, როდესაც წარმოებული პროდუქტის რაოდენობა ყველაზე მეტი იყო, ხოლო უმცირეს აქტივობად, პირიქით – პერიოდი, როდესაც წარმოებული პროდუქტის რაოდენობა ყველაზე ცოტა იყო. ამის შემდეგ გამოითვლება ფიქსირებული დანახარჯი შემდეგი ფორმულით:

ფიქსირებული დანახარჯი=ჯამური დანახარჯი უდიდესი აქტივობისას–(ცვლადი დანახარჯი ერთეულზე*ერთეულთა რაოდენობა უდიდესი აქტივობისას)

მას შემდეგ, რაც ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯები გამოითვლება, შესაძლებელი გახდება მოდელის აგება, რომელიც ერთეულთა კონკრეტული რაოდენობისთვის გამოთვლის ჯამურ დანახარჯს (უდიდეს-უმცირესის დანახარჯს) შემდეგი ფორმულით:

უდიდეს-უმცირესის დანახარჯი=ფიქსირებული დანახარჯი+(ერთეულის ცვლადი დანახარჯი*ერთეულთა რაოდენობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *