არადაზღვევადი რისკი
არადაზღვევადი რისკი – Uninsurable Risk − რისკი, რომელიც უკავშირდება განუსაზღვრელ ან დიდ ფინანსურ ზარალს და რომლის დაზღვევა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. არადაზღვევადი რისკები შეიძლება იყოს სტიქიურ უბედურებებთან, ომებთან, ტერორისტულ აქტებთან, ეკონომიკურ რყევებთან, პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული რისკები. სადაზღვევო კომპანიები თავს იკავებენ მსგავსი რისკების დაზღვევისაგან, რათა აირიდონ მოსალოდნელი დიდი დანახარჯები.