არასაოპერაციო ხარჯი
არასაოპერაციო ხარჯი − Non-Operating Expense – კომპანიის ხარჯი, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება ძირითად ბიზნესსაქმიანობას, მაგალითად, საპროცენტო გადასახადი ვალდებულებაზე, რესტრუქტურიზაციის ხარჯი, მარაგების ჩამოწერის ხარჯი და სხვა. კომპანიის მოგება-ზარალის ანგარიშგებაში არასაოპერაციო ხარჯები ბოლოს არის წარმოდგენილი, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, ცალკეულად შეაფასონ ბიზნესის ძირითადი აქტივობები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ანგარიშგების დასაწყისშივეა მითითებული.