აუდიტის დასკვნა
აუდიტის დასკვნა – Auditor’s Opinion – აუდიტის დასკვნა არის ფორმალური დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას და მათი შესაბამისობის შეფასებას საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებთან. შეფასება ეყრდნობა აუდიტის პროცესში შეგროვებულ ინფორმაციას. არსებობს 4 ტიპის დასკვნა: სუფთა, პირობითი, უარყოფითი და უარი მოსაზრებაზე.