აქცია
აქცია – Stock − ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოხატავს მფლობელის წილს სააქციო საზოგადოებაში. არსებობს ორი კატეგორიის აქცია: ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ჩვეულებრივი აქციის ფლობა ნიშნავს ხმის უფლებას აქციონერთა კრებაზე, შესაბამისად, სააქციო საზოგადოების მართვის პროცესში ჩართულობას. ინვესტორები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი ზემოთხსენებულ პროცესებში მონაწილეობით, თუმცა დივიდენდების მიღება სურთ, უპირატესობას ანიჭებენ პრივილეგირებულ აქციებს, რომლებიც მფლობელისთვის ფიქსირებული დივიდენდის გადახდას გულისხმობს, განსხვავებით ჩვეულებრივი აქციისაგან, რომელზეც დივიდენდი გარანტირებული არ არის და კრების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.