აქციონერთა კაპიტალი
აქციონერთა კაპიტალი – Shareholder Equity (SE) − სხვაობა კომპანიის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის; სიდიდე, რომელიც აქციონერებს ერგებათ კომპანიის მიერ აქტივების ლიკვიდირების და ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში. აქციონერთა კაპიტალი შედგება როგორც სააქციო კაპიტალის, ასევე გაუნაწილებელი მოგებისაგან. თუ აქციონერთა კაპიტალი SE>0, კომპანიას აქვს საკმარისი აქტივები ვალდებულებების დასაფარად, თუ SE<0, კომპანიის ვალდებულებები აღემატება აქტივებს.