აქციონერი
აქციონერი – Shareholder − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს კომპანიის, მინიმუმ, 1 აქციას. აქციის ფლობის სანაცვლოდ აქციონერის სარგებელი შეიძლება იყოს აქციის მაღალ ფასად გაყიდვისას მიღებული შემოსავალი ან მიღებული დივიდენდი. როგორც წესი, აქციონერს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს დირექტორების არჩევასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.