გადაფასების რეზერვი

გადაფასების რეზერვი – Revaluation Reserve − საბალანსო უწყისის ანგარიში, რომელიც ზრდის ან ამცირებს აქტივის საბალანსო ღირებულებას მისი რეალური ღირებულების შესაბამისად. თუ აქტივის რეალური ღირებულება ნაკლებია საბალანსო ღირებულებაზე, მაშინ უარყოფითი გადაფასების რეზერვი გამოჩნდება საბალანსო უწყისში და შეამცირებს აქტივის ღირებულებას, რეზერვის ხარჯი კი აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში. თუ აქტივის ღირებულება გაიზრდება, გადაფასების არსებული ხარჯი შემცირდება, ხოლო ბალანსზე არსებული გადაფასების რეზერვი გაიზრდება და გაზრდის აქტივის ღირებულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *