გაყიდვის უფლება
გაყიდვის უფლება − Put Option – ფინანსური კონტრაქტი, რომელიც მყიდველს აძლევს უფლებას, გაყიდოს შეთანხმებით გათვალისწინებული აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად (Strike Price) წინასწარ განსაზღვრულ თარიღამდე (Expiration Date). გაყიდვის უფლება ხშირად გამოიყენება აქციების, ობლიგაციების, ვალუტების, ფიუჩერსების შეძენისათვის. მაგალითად, ბაზარზე შეიძლება იყიდებოდეს გაყიდვის უფლება, რომელიც მყიდველს აძლევს შესაძლებლობას, მომდევნო 3 თვის განმავლობაში გაყიდოს კომპანიის აქცია 100 დოლარად. იმ შემთხვევაში, თუ აქციის ფასი 100 დოლარზე ნაკლები იქნება, უფლების მფლობელი გაყიდის აქციას 100 დოლარად და მიიღებს სარგებელს, ხოლო თუ აქციის ფასი გადააჭარბებს 100 დოლარს, მაშინ უფლების მფლობელი არ გაყიდის აქციას.