გრძელვადიანი სესხის კაპიტალიზაციის კოეფიციენტი

გრძელვადიანი სესხის კაპიტალიზაციის კოეფიციენტი − Long-Term Debt to Capitalization Ratio – კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს გრძელვადიანი სესხის წილს კომპანიის კაპიტალში. აღნიშნული კოეფიციენტი გამოითვლება გრძელვადიანი სესხების შეფარდებით გრძელვადიანი სესხებისა და საკუთარი კაპიტალის ჯამთან. კოეფიციენტს ხშირად იყენებენ ინვესტიციის რისკიანობის შესაფასებლად, თუ კოეფიციენტი მაღალია, ეს მიანიშნებს, რომ კომპანიის ოპერაციები მეტწილად სესხით ფინანსდება, რაც ინვესტიციის რისკიანობას ზრდის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *