დაგროვებული ცვეთა
დაგროვებული ცვეთა – Accumulated Depreciation – კუმულატიური სიდიდე, რომელიც ასახავს აქტივის შეძენიდან ან მისი გამოსაყენებლად გამზადებიდან კონკრეტულ საანგარიშგებო პერიოდამდე დარიცხული ცვეთის ჯამს. დაგროვებული ცვეთის
ანგარიში წარმოადგენს კონტრაქტივულ, კრედიტულ ანგარიშს და აქტივის ისტორიულ ღირებულებას ამცირებს მის წმინდა ღირებულებამდე.