დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – Value-Added Tax (VAT) − საქონლის ან/და მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს საქონლის ან/და მომსახურების ფასზე დანამატს. დღგ არაპირდაპირი გადასახადია და მას საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას იხდის მომხმარებელი, ამ საქონლის ან/და მომსახურების ფასზე დანამატის სახით. მაგალითად, თუ დღგ-ის ზომა არის 18% და კომპანიამ შეიძინა ნედლეული, რომლის ფასიც, დღგ-ის გარეშე, არის 100 000 ლარი, მას მოუწევს 118 000 ლარის გადახდა მომწოდებლისთვის. ამ თანხიდან 18 000 ლარი არის დღგ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *