დაფინანსების ბერკეტი

დაფინანსების ბერკეტი − Leverage – კომპანიის ფინანსურ სტრუქტურაში ვალისა და კაპიტალის თანაფარდობა. კომპანიებს, აქტივებისა და პროექტების დასაფინანსებლად, შეუძლიათ როგორც სესხის აღება ან სხვა ვალის ინსტრუმენტის გამოყენება, ასევე აქციების გამოშვება და კაპი­ტალის ზრდა. ორივე მეთოდს თავისი უპირატესობები და ნაკ­ლოვანებები გააჩნია, მათი თანაფარდობა კი ინვესტორებს
მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, მაგალითად, ხომ არ არის კომპანია მეტისმეტად დამოკიდებული ვალზე ან, პირიქით, გადამეტებულად ხომ არ ზრდის კაპიტალს. კომპანიის ფინანსური ბერკეტის გასაზომად კარგი ინსტრუმენტია ვალის კაპიტალთან
თანაფარდობა, რომელიც ჯამური ვალდებულებების ჯამურ საკუთარ კაპიტალთან ფარდობით გამოითვლება და ზომავს კომპანიის მთლიანი კაპიტალის რამხელა ნაწილს შეადგენს კომპანიის მიერ აღებული სესხები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *