დენომინაცია
დენომინაცია – Denomination – ფინანსური ინსტრუმენტის ნომინალური ღირებულების ერთეულის კლასიფიკაცია. იგი განსაზღვრავს მონეტარულ ერთეულს, რომლითაც დგინდება ფასიანი ქაღალდის, აქტივის თუ სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ფასი. ხშირად დენომინაცია ეწოდება ფინანსური აქტივის ნომინალურ ღირებულებას.