დეპოზიტი
დეპოზიტი – Deposit −
1) დეპოზიტი, ანუ ანაბარი – პირის მიერ საკრედიტო დაწესებულებისთვის საკუთარი დანაზოგების შესანახად მიბარება. არსებობს ვადიანი და უვადო, ანუ მოთხოვნამდე, დეპოზიტები.
2) დეპოზიტი, ანუ ბე – გარიგების დროს წინასწარ გაკეთებული შენატანი, რომლითაც მხარე გარიგებისადმი მზაობას ადასტურებს.