დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი

დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი – Dow Jones Industrial Average (DJIA) – საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც იკვლევს NASDAQ და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე 30 უმსხვილესი კომპანიის აქციის ფასებს და მათი შეწონილი მაჩვენებლით აფასებს საფონდო ბირჟის მდგომარეობას. იგულისხმება, რომ დოუ ჯონსის მაღალი საშუალო მაჩვენებელი კარგ საბაზრო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ე.წ. „ხარის ბაზარზე“, მიანიშნებს, დაბალი კი, პირიქით, ე.წ. „დათვის ბაზარზე“. დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო მიჩნეულია საფონდო ბირჟის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სანდო ინდექსად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *