ერთობლივი საწარმო

ერთობლივი საწარმო − Joint Venture – ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ორი ან მეტი ბიზნესსუბიექტი აერთიანებს რესურსებს ერთიანი მიზნის მისაღწევად. ესაა იურიდიული პირი, რომელიც ორი ან მეტი მხარის გაერთიანებით იქმნება და აღნიშნული მხარეები ინაწილებენ ერთობლივ საწარმოსთან დაკავშირებულ რისკებსა და უკუგებას. მაგალითად, თუ ფარმაცევტული საწარმო და ტექნოლოგიური კომპანია, ფარმაცევტული აპლიკაციებისა და პროგრამების შექმნის მიზნით, ერთობლივად დააფუძნებენ ახალ კომპანიას, რომელიც აღნიშნული აპლიკაციებისა და პროგრამების წარმოებას დაიწყებს, ეს ახალი კომპანია ერთობლივ საწარმოდ ჩაითვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *