ვალისა და საკუთარი კაპიტალის თანაფარდობა
ვალისა და საკუთარი კაპიტალის თანაფარდობა – Debt to Equity Ratio – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, თუ როგორი პროპორციით იყენებს ორგანიზაცია ვალსა და საკუთარ კაპიტალს აქტივების დასაფინანსებლად. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ვალისა და საკუთარი კაპიტალის თანაფარდობა=ვალდებულებები/საკუთარი კაპიტალი
არსებობს კოეფიციენტის გამოთვლის მეორე მეთოდიც, რომლის თანახმად, საკუთარ კაპიტალზე იყოფა არა ჯამური, არამედ
მხოლოდ სასესხო ვალდებულებები:
ვალისა და საკუთარი კაპიტალის თანაფარდობა=სესხები/საკუთარი კაპიტალი
კოეფიციენტი დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციის ფინანსური წონასწორობისა და მასთან დაკავშირებული რისკის შეფასების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მაღალია ვალისა და კაპიტალის თანაფარდობის კოეფიციენტი, მით მეტია ვალდებულებების წილი კაპიტალის სტრუქტურაში და ორგანიზაციის რისკიანობა.