ვალის ჯერადობის კოეფიციენტი
ვალის ჯერადობის კოეფიციენტი − Interest Coverage Ratio – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად აქვს
კომპანიას უნარი, გადაიხადოს აღებულ სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯი. ვალის ჯერადობის კოეფიციენტი გამოითვლება
კომპანიის საოპერაციო მოგების (EBIT) შეფარდებით პერიოდის საპროცენტო ხარჯთან. რაც უფრო მაღალია მოცემული კოეფიციენტი,
მით ნაკლებია რისკი, რომ კომპანიას სესხის დროულად დაფარვასთან დაკავშირებით დაბრკოლებები შეექმნება.