ისტორიული ღირებულება
ისტორიული ღირებულება − Historical Cost – აქტივის ფასი, რომლითაც მოხდა მისი შეძენა. ისტორიული ღირებულების პრინციპზე დაყრდნობით გრძელვადიანი აქტივები საბალანსო უწყისში წარმოდგენილია მათი თავდაპირველი ღირებულებით, ხოლო მათზე დარიცხული ცვეთა ცალკე სტრიქონშია გამოყოფილი.