კაპიტალი
კაპიტალი – Capital – ნებისმიერი საკუთრება, რომელსაც გააჩნია ღირებულება ან შეუძლია სარგებლის მოტანა მისი მფლობელისათვის, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი. კაპიტალი შეიძლება იყოს სუბიექტის ფინანსური აქტივები, ინტელექტუალური საკუთრება, მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა ან სხვა ნებისმიერი ღირებულების მქონე საკუთრება. ბიზნესსუბიექტი კაპიტალს იყენებს ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში. კომპანიამ კაპიტალი შეიძლება დააფინანსოს როგორც საკუთარი, ასევე სესხებით მოძიებული სახსრებით. კომპანიის კაპიტალის მოცულობა დიდი როლს ასრულებს კომპანიის გამართულად მუშაობასა და მის სამომავლო ზრდაში.