კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი

კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი – Capital Asset Pricing Model (CAPM) – ფინანსური მოდელი, რომელიც გამოიყენება აქტივის, უმეტესად, აქციის, მოსალოდნელი უკუგების დასათვლელად. იგი აღწერს დამოკიდებულებას აქტივის უკუგებასა და მასთან ასოცირებულ სისტემურ რისკს შორის. კერძოდ, რაც უფრო მაღალია აქტივთან დაკავშირებული საბაზრო და ინდივიდუალური რისკები, მით უფრო მაღალია უკუგება, რომელსაც ინვესტორი აქტივში ინვესტიციის განსახორციელებლად მოითხოვს. კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი გამოითვლება ფორმულით:

ERi=Rf+βi(ERm−Rf)

რომელშიც:

ERi=ინვესტიციის მოსალოდნელი უკუგება
Rf=ურისკო აქტივის მოსალოდნელი უკუგება
βi=ინვესტიციის ბეტა
(ERm−Rf)=საბაზრო რისკის პრემია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *