კაპიტალური დანახარჯი

კაპიტალური დანახარჯი – Capital Expenditure (CapEx) –  კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯი, რომელიც გამოიყენება
გრძელვადიანი აქტივების დასაფინანსებლად, მათ შესაძენად, გასარემონტებლად ან გასაუმჯობესებლად. კაპიტალური დანახარჯები ზოგჯერ გულისხმობს კომპანიის მიერ სხვადასხვა პროექტის ან/და ინვესტიციის განხორციელებისას წარმოშობილ
ხარჯებს. საოპერაციო ხარჯისაგან განსხვავებით, რომელიც კომპანიიდან გადინებულ სახსრებს ასახავს, კაპიტალური დანახარჯი ემატება და ზრდის აქტივის ღირებულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *