კრიპტოვალუტის მაინინგი
კრიპტოვალუტის მაინინგი – Cryptocurrency Mining – კომპლექსური პროცესი, რომლის შედეგადაც იქმნება კრიპტოვალუტა. მაგალითად, ბიტკოინის შემთხვევაში ეს პროცესი შემდეგნაირად მუშაობს: „მაინერებს“ თავისი კომპიუტერული ტექნიკა
ჩართული აქვთ ქსელში, რომელშიც მიმდინარეობს რთული კომპიუტერული გამოთვლები და ვისი კომპიუტერიც პირველი მივა
სწორ პასუხამდე, რომელიც 64-ნიშნა კოდს წარმოადგენს, ჯილდოდ ბიტკოინს იღებს. კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭიროა
შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკა, ძირითადად, ვიდეობარათები, რომლებიც შესაბამის გამოთვლებს უზრუნველყოფს.