კუპონის განაკვეთი
კუპონის განაკვეთი – Coupon Rate − ობლიგაციის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ობლიგაციის მფლობელები პერიოდულად იღებენ ობლიგაციის ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულებაა 1 000 ლარი, კუპონის გადახდა კი ხდება წელიწადში ორჯერ და კუპონის განაკვეთია 8%, აღნიშნული ობლიგაციის მფლობელები წელიწადში ორჯერ მიიღებენ 40 ლარს (ჯამში 80 ლარს).