მარაგები
მარაგები − Inventory – საწარმოს აქტივი, რომელიც გამიზნულია ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში სარეალიზაციოდ, მონაწილეობს სარეალიზაციო მარაგის წარმოების პროცესში ან წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო მოხმარებისთვის ან მომსახურების გასაწევად. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) მიხედვით, ფინანსურ ანგარიშგებაში მარაგის შეფასება უნდა მოხდეს მის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო (საბაზრო)
ღირებულებას შორის უმცირესი თანხით.