მთლიანი ბერკეტის ხარისხი
მთლიანი ბერკეტის ხარისხი – Degree of Total Leverage – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, რამდენი პროცენტით იცვლება წმინდა მოგება შემოსავლის ერთი პროცენტით ცვლილების პირობებში. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
მთლიანი ბერკეტის ხარისხი=ერთ აქციაზე დათვლილი მოგების პროცენტული ცვლილება/შემოსავლების პროცენტული ცვლილება=საოპერაციო ბერკეტის ხარისხი*ფინანსური ბერკეტის ხარისხი
საოპერაციო ბერკეტის ხარისხი – კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, როგორ გავლენას ახდენს შემოსავლები საოპერაციო
მოგებაზე. ფინანსური ბერკეტის ხარისხი – კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, როგორ გავლენას ახდენს საოპერაციო მოგება
წმინდა მოგებაზე. მთლიანი ბერკეტის ხარისხი გამოიყენება იმის დასადგენად, როგორი შეიძლება იყოს კომპანიის საოპერაციო
ბერკეტის ხარისხისა და ფინანსური ბერკეტის ხარისხის ოპტიმალური მაჩვენებლები.