მთლიანი ეროვნული პროდუქტი
მთლიანი ეროვნული პროდუქტი – Gross National Product (GNP) – მოცემული ქვეყნის რეზიდენტების მიერ კონკრეტულ პერიოდში
წარმოებული პროდუქტისა და მიწოდებული მომსახურების საბაზრო ღირებულებების ჯამი. მთლიანი შიდა პროდუქტისაგან
განსხვავებით, რომელიც წარმოებას გეოგრაფიული მდებარეობით განსაზღვრავს, მთლიანი ეროვნული პროდუქტი ითვალისწინებს
ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიღებულ ჯამურ შემოსავლებს, მიუხედავად მათი ფიზიკური ადგილმდებარეობისა.