მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე

მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე – Earnings Before Interest, Taxes, Depreciation, and Amortization (EBITDA) – მაჩვენებელი, რომელიც ზომავს კომპანიის შემოსავლიანობას მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე. იგი არ ითვალისწინებს კომპანიის ვალისა და კაპიტალის სტრუქტურას, ბერკეტს და ისეთ არაფულად ხარჯებს, როგორებიცაა: ცვეთა და ამორტიზაცია. EBITDA გამოითვლება ფორმულით:

EBITDA=წმინდა მოგება+საპროცენტო ხარჯი+გადასახადები+ცვეთა+ამორტიზაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *