მონეტარული ბაზა
მონეტარული ბაზა − Monetary Base – ვალუტის მოცულობა, რომელიც შედგება კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში დარეზერვებული და ნაღდი ფულადი ერთეულებისგან. იგივეა, რაც M0 ფულის მასა. მაგალითად, თუ მიმოქცევაშია მხოლოდ 200 მილიონი ცალი ლარიანი და ეროვნულ ბანკებს ცენტრალურ ბანკში 500 მილიონი აქვთ დარეზერვებული, ვიტყვით, რომ M0 ფულის მასა 700 მილიონია.