ნამატი ფულადი ნაკადები
ნამატი ფულადი ნაკადები − Incremental Cash Flow – ახალ პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ფულადი ნაკადები. თუ ჯამური ზღვრული ფულადი ნაკადები დადებითია, მიიჩნევა, რომ ახალი პროექტი მომგებიანია და მისი განხორციელება გაზრდის ორგანიზაციის ჯამურ ფულად ნაკადებს, ხოლო თუ უარყოფითია, პირიქით, პროექტი წამგებიანია და მისი განხორციელებით კომპანიის ღირებულება შემცირდება.