ნომინალური საპროცენტო განაკვეთი
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი − Nominal Interest Rate – 1) განაკვეთი, რომელიც არ ითვალისწინებს ინფლაციას, მაშასადამე, არ არის ინფლაციური მოლოდინებით შესწორებული. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი=(1+რეალური სარგებლის განაკვეთი)*(1+ინფლაცია)–1
2) განაკვეთი, რომელიც არ ითვალისწინებს დარიცხვის ეფექტს.
3) განაკვეთი, რომელიც არ ითვალისწინებს გარიგებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.