ობლიგაცია პრემიუმით
ობლიგაცია პრემიუმით − Premium Bond – ობლიგაცია, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე მაღალი ფასით ივაჭრება. მაგალითად, თუ ობლიგაციის ნომინალური ღირებულებაა 1 000 ლარი და ბაზარზე ამ ობლიგაციის ფასი არის 1 200 ლარი, ეს უკანასკნელი ჩაითვლება ობლიგაციად პრემიუმით. ობლიგაცია ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად, როგორც წესი, ივაჭრება მაშინ, როდესაც მისი კუპონის განაკვეთი მეტია ბაზრის მიმდინარე განაკვეთებზე.