ოპერაციები ღია ბაზარზე

ოპერაციები ღია ბაზარზე − Open Market Operations – ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუ­­­მენტი, რომლის საშუალებითაც არაპირდაპირი გზით ხდება მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე ზეგავლენა მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდება-ამოღებით. აღნიშნული ოპერაციებისთვის გამოიყენება რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები. ფასიანი ქაღალდების გაყიდვა საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, საბანკო სისტემიდან ამოიღოს საშუალოვადიანი ჭარბი ლიკვიდური სახსრები. ეროვნული ბანკის და სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისია ხელს უწყობს ფულადი ბაზრის განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *