პატიმრის დილემა
პატიმრის დილემა − Prisoners Dilemma – „თამაშთა თეორიის“ კლასიკური მოდელი, რომელიც აღწერს სიტუაციას, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის და კომუნიკაციის გარეშე, პერსონალური სარგებლის მაქსიმიზაციის მიზნით, თუმცა, საბოლოო ჯამში, იღებენ არაოპტიმალურ შედეგს, როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად. პატიმრის დილემა გულისხმობს, რომ მხოლოდ პირად ინტერესებზე ზრუნვა ზოგჯერ ოპტიმალური სტრატეგია არ არის და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ, თუმცა, დილემის არსიდან გამომდინარე, რიგი მიზეზების გამო, თანამშრომლობა ამგვარ
სიტუაციებში მარტივი არ არის.