პერპეტუიტი
პერპეტუიტი − Perpetuity – წლიური ფულადი ნაკადი, რომელიც უსასრულოდ წარმოიშობა. პერპეტუიტის მიმდინარე ღირებულება გამოითვლება ყოველწლიური ფულადი ნაკადის დისკონტირების განაკვეთზე შეფარდებით, PV=C/r. მაგალითად, თუ აქცია უსასრულო დროის განმავლობაში გვპირდება ყოველწლიურად 20 ლარის ტოლი დივიდენდის გადახდას და დისკონტირების განაკვეთი არის 5%, ამ აქციის მიერ გადახდილი დივიდენდების მიმდინარე ღირებულება (შესაბამისად, აქციის ღირებულებაც) იქნება PV=20/0.05=400 ლარი.