პირამიდული სქემა/პონზის სქემა
პირამიდული სქემა/პონზის სქემა − Pyramid Scheme/Ponzi Scheme – ბიზნესმოდელი, რომლის ფარგლებშიც ხდება თანხის მოზიდვა
საბაზროზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. სქემის მთავარი პრინციპია, რომ წევრის მიერ საკუთარი ინვესტიციის დაბრუნება და სარგებლის მიღება დამოკიდებულია პირამიდაში მის შემდეგ ჩართული წევრების რაოდენობაზე. შესაბამისად, პირამიდის წევრებს აქვთ მოტივაცია, სხვებიც დაარწმუნონ და ჩართონ სქემაში. ამგვარად, პირამიდის წევრთა რაოდენობა ექსპონენციალურად იზრდება, შედეგად კი, პირველ რიგში, პირამიდაში საწყისი ეტაპიდანვე ჩართული წევრები სარგებლობენ.