პირდაპირი დანახარჯი
პირდაპირი დანახარჯი – Direct Cost – პროდუქტზე ან მომსახურებაზე გაწეული იდენტიფიცირებადი დანახარჯი, რომელიც უშუალოდ, პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პროდუქტს, მომსახურებას ან დეპარტამენტს. მაგალითად, ღვინის მწარმოებელი კომპანიისთვის ყურძნის ღირებულება ღვინის წარმოების პირდაპირი დანახარჯია, რადგან ყურძენი ღვინის წარმოებისთვის ნედლეულია და მისი ღირებულება უშუალოდ უკავშირდება ღვინოს, მაგრამ ამავე კომპანიის კომუნალური ხარჯები არა მხოლოდ ღვინის წარმოებასთანაა დაკავშირებული, არამედ სხვა ტიპის ოპერაციებთანაც და, აქედან გამომდინარე, ღვინის წარმოების არაპირდაპირ დანახარჯს წარმოადგენს.