პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – Foreign Direct Investment (FDI) – ინვესტიციის ტიპი, რომელიც ქვეყანაში შემოედინება ქვეყნის
გარეთ არსებული წყაროდან და წარმოადგენს ინვესტორის მიერ მასპინძელ ეკონომიკაში გრძელვადიანი ინტერესით კაპიტალდაბანდებას. გრძელვადიანი ინტერესი გულისხმობს გრძელვადიანი ურთიერთობის არსებობას ინვესტორსა და
საინვესტიციო საწარმოს/ქვეყანას შორის, აგრეთვე ინვესტორის მნიშვნელოვან ზეგავლენას საინვესტიციო საწარმოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მაგალითად, თუ თურქული კომპანია საქართველოში ჩადებს კაპიტალს და დააფუძნებს ტანსაცმლის ფაბრიკას, საქართველოსთვის ეს მოვლენა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ჩაითვლება.