პირობითი აქტივი

პირობითი აქტივი – Contingent Asset – აქტივი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას წარსულში მომხდარი მოვლენის შედეგად და რომლის არსებობაც დამოკიდებულია ერთ ან რამდენიმე ისეთ განუსაზღვრელ მოვლენაზე, რომელთა მოხდენა ან არმოხდენა საწარმოს კონტროლს არ ექვემდებარება. პირობითი აქტივის მაგალითია სასამართლოში შეტანილი სარჩელი, როდესაც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ ვიცით, ანუ მეორე მხარის მიმართ მოთხოვნის (აქტივის) გაჩენა შესაძლებელია, მაგრამ არა გარანტირებული და დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. სწორედ ამის გამო, ბუღალტრული არღიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) მიხედვით, საწარმომ ფინანსურ ანგარიშგებაში არ უნდა აღიაროს პირობითი აქტივი, რადგან, შესაძლოა, იგი არასდროს მიიღოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *