პირობითი ვალდებულება
პირობითი ვალდებულება – Contingent Liability – სამომავლო, შესაძლო ვალდებულება, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია კონკრეტული გარემოების დადგომაზე. მაგალითად, თუ კომპანია 2-წლიანი გარანტიით ყიდის კომპიუტერის მონიტორებს, შესაძლებელია, მომხმარებლების ნაწილს საგარანტიო ვადის გასვლამდე გაუფუჭდეს შეძენილი მონიტორები, შედეგად კომპანიას გაუჩნდება ვალდებულება, შეცვალოს ან შეაკეთოს აღნიშნული მონიტორები. იქიდან გამომდინარე, რომ გაყიდვის მომენტში შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, რამდენი მონიტორის გამოცვლა მოუწევს კომპანიას, გარანტია ჩაითვლება პირობით ვალდებულებად, რომელიც დროის მოცემულ მომენტში დამდგარი არ არის.