პორტფელის მართვა
პორტფელის მართვა − Portfolio Management – მომგებიანი საინვესტიციო პოლიტიკის არჩევის მეთოდოლოგია მინიმალური რისკისა და მაქსიმალური უკუგების მიღების თვალსაზრისით. პორტფელის აქტიური მართვა მოიაზრებს აქციებისა და სხვა აქტივების სტრატეგიულ ყიდვა-გაყიდვას მაღალი უკუგების მისაღებად. ხოლო პორტფელის პასიური მართვა გულისხმობს ისეთი პორტფელის შენარჩუნებას, რომელიც იქნება ნაკლებად რისკიანი და მისი საერთო უკუგება ახლოს იქნება ბაზრის უკუგებასთან.