პროპორციული გადასახადი
პროპორციული გადასახადი – Flat Tax – გადასახადი, რომლის განაკვეთი ფიქსირებულია შემოსავლის მოცულობის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების ყველა ჯგუფზე ვრცელდება ერთი და იმავე გადასახადის განაკვეთი. პროპორციული გადასახადის საპირისპიროდ არსებობს პროგრესიული და რეგრესიული გადასახადები.