რეალური უკუგების განაკვეთი
რეალური უკუგების განაკვეთი – Real Rate of Return − ინვესტიციაზე უკუგება, რომელშიც გათვალისწინებულია ინფლაციაც. ეს მაჩვენებელი კარგი საზომია მოცემული ფინანსური აქტივის რეალური მსყიდველობითი უნარის განსასაზღვრად. რეალური უკუგების განაკვეთი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
(1+ნომინალური საპროცენტო განაკვეთი)/(1+ინფლაციის მაჩვენებელი)−1
მაგალითად, თუ ფასიანი ქაღალდის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის 10%, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი არის 6%, მაშინ ამ ფასიანი ქაღალდის რეალური უკუგება გამოდის 4%. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდიდან მომავალში მიღებული სარგებელი დროში კარგავს თავის ღირებულებას.