საბაზრო კაპიტალიზაცია

საბაზრო კაპიტალიზაცია − Market Capitalization – სიდიდე, რომელიც განისაზღვრება კომპანიის გამოშვებული აქციების ჯამური საბაზრო ფასით. ამგვარად, იგი გვიჩვენებს კომპანიის ღირებულებას ღია ბაზარზე. საბაზრო კაპიტალიზაცია გამოიყენება ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების ზომების შესადარებლად. საბაზრო კაპიტალიზაცია გამოითვლება კომპანიის აქციების საბაზრო ფასის ნამრავლით მათ რაოდენობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *