სათანადო გადამოწმება

სათანადო გადამოწმება – Due Diligence − ფინანსური გამოკვლევა, რომელიც ხორციელდება გარიგების კონკრეტული ფაქტებისა თუ დეტალების ნამდვილობის დასადასტურებლად და გარიგებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. მაგალითად, კონკრეტული კომპანიის აქციებში ინვესტირებამდე ინვესტორმა შესაძლოა განახორციელოს სათანადო გადამოწმება, რომლის ფარგლებშიც ის შეისწავლის ამ კომპანიის ბიზნესმოდელს, ფინანსურ ანგარიშგებას, ბაზარს, კონკურენტულ უპირატესობებს, აქციის ფასების დინამიკას, გააკეთებს პროგნოზს, ააგებს ფინანსურ მოდელს და შეაფასებს კომპანიასა და აქციის ფასს. ამ პროცესის შემდეგ მას მეტი ინფორმაცია ექნება აღნიშნული კომპანიის შესახებ და უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს ინვესტირებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, სათანადო გადამოწმებას ახორციელებენ ხოლმე ინვესტორები, ბროკერები, დილერები, ფინანსური ანალიტიკოსები, კომპანიები, რომლებიც სხვა კომპანიის შესყიდვას გეგმავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *