საინვესტიციო ბანკი
საინვესტიციო ბანკი − Investment Bank – შუამავალი ფინანსური ორგანიზაცია კომპანიებსა და ფინანსურ ბაზრებს შორის. საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულ კომპანიებს ეხმარება სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში, მაგალითად, კორპორატიული კლიენტების შერწყმაში/შეერთებაში, IPO-ზე გასვლაში, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მოზიდვაში, ფინანსური სახსრების მოსაზიდად აქციების ან ობლიგაციების გამოშვებაში და სხვა. საინვესტიციო ბანკი შეიძლება გასწევდეს საკონსულტაციო მომსახურებასაც ამა თუ იმ ბიზნესგადაწყვეტილების ან პროექტის შესაფასებლად.