საკრედიტო რისკი

საკრედიტო რისკი – Credit Risk – პოტენციური ზარალის რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გარიგებაში შემავალი რომელიმე მხარის მიერ ფინანსური ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. ძირითადად, ასეთს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის ვერდაფარვა/არდაფარვა. საკრედიტო რისკი შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგალითად, ხელშეკრულებაში მონაწილე კომპანიების ვალისა და კაპიტალის სტრუქტურით, მსესხებლის საკრედიტო ისტორიით, ხელშეკრულების პირობებით და სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *